ფეხბურთი

14:10 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “ტრიბუნიდან შემეძლება ახალ მწვრთნელს ვუყვირო”

ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლებს, ემოციის გამოხატვის მეტი საშუალება ექნება.

ფრანგი სპეციალისტი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბს დაემშვიდობება, ხუმრობს, რომ ქომაგის რანგში “მეთოფეთა” ახალი მწვრთნელისთვის ყვირილსაც შეძლებს.

“სიამოვნებით დავჯდები “არსენალის” საგულშემატკივროდ ტრიბუნაზე. იცით რა არის ამაში მთავარი დადებითი მომენტი? ტრიბუნიდან შემეძლება ახალ მწვრთნელს ვუყვირო” - იხუმრა The Independent-თან საუბრისას ვენგერმა, რომელიც “არსენალს” 1996 წლიდან წვრთნის და ამ დროის განმავლობაში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 17 ტიტული მოიპოვა.

0.117941