“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს ტოვებს, შესაძლოა, კარიერა ავსტრალიაში განაგრძოს.
Sport.es-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელს ავსტრალიის A-ლიგაში ეპატიჟებიან. კონკრეტული კლუბი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყდნობით ირწმუნება, რომ ანდრესი აღნიშნული წინადადებით დაინტერესებულია და ავსტრალიაში ოჯახით გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს.
მას შემდეგ, რაც ინიესტამ “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვიტა, არაერთი ქვეყნიდან მიიღო შეთავაზება. თავდაპირველად, ყველაზე რეალურ ვარიანტად ჩინეთი სახელდებოდა.