უზბეკი მოდელი, მოცევავე, მსახიობი და ყოფილი მეჩოგნე, გულნარა ქოსიმოვა მთელს შუა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ასულია და ევროპაში ფერადყდიანი ჟურნალი არ დარჩენილა, რომელმაც გულნარა თავის გვერდებზე არ გამოჭიმა და ამით გული არ გაუხარა ყოველთა უზბეკთა.
გულნარა ქოსიმოვა მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ევროპაში და რუსეთში მოღვაწეობს, მშობლიურ უზბეკეთშიც ხშირად ჩადის და იქაურ ლამაზმანებს დიდი მოდისკენ და ევროპის ცნობილი სამოდელო ფიცარნაგებისკენ გზას უკვალავს, რაც ცხადია დიდი და საშური საქმეა.
არადა, საბჭოთა კავშირს დღემდე რომ ეარსება, ეს ხელიხელსაგოგმანები ასული ალბათ სადმე, ბამბის რთვის ფაბრიკაში იქნებოდა დასაქმებული, საკუთარი ხელით მოქსოვდა ბამბის, უხარისხო საწმერთულებს და საღამოს დიდი მონდომებით დაელოდებოდა კაპიტალისტური ქვეყნების ფილმებს, პროგრამა “ვრემიას“ დასრულების შემდეგ...