გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ნიუ ორლეანი” 118:92 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. “მეომრები” მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. მატჩი საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ენტონი დევისი 26 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა.
მაშინ, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ბოლო სამ წუთში სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია პარკეტზე გამოიყვანა. ქართველმა კალათბურთელმა 1 ქულა ჩააგდო და ერთი მოხსნა შეასრულა.
“იუტა ჯაზი” შინ “ჰიუსტონთან” 87:100 დამარცხდა. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში “იუტამ” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. კრის პოლმა გუნდს 27 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი შესძინა. “იუტაში” მიტჩელი 25 ქულით და 9 მოხსნით გამოირჩა. სერიას “ჰიუსტონი 3:1-ს იგებს.