თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წილი დაიდო. ბასკონიელები სტუმრად “ბეტისს” შეხვდნენ და 42 ქულით – 106:62 გაანადგურეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბასკონიელთაგან საუკეთესო მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
“ბასკონია” მეორე ადგილზე გასასვლელად იბრძვის, რადგან პირველი გარანტირებული აქვს მადრიდის “რეალს”. 22 მოგებითა და 9 წაგებით “ბასკონია” და “ბარსელონა” მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. დარჩენილია 3 ტური, რის შემდეგაც პლეი ოფი დაიწყება.
gbf.ge