ფეხბურთი

16:00 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მიღწევა შეგვიძლია"

მოსკოვის “ლოკომოტივი” და სოლომონ კვირკველია რუსეთის ჩემპიონები არიან. აღიშნული წარმატების შემდეგ ქართველმა მცველმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე გასვლა სურს. გარდა ამისა, დასძინა, იმედია თბილისის “დინამოსთან” ვითამაშებთო...

“ეს “კაიფია”, უბრალოდ “კაიფი”! მე ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ცხოვრებაში. ჩვენ, “ლოკომოტივი” ნამდვილი კოლექტივი ვართ. ჩვენი საქმე კი კაცურად გავაკეთეთ. იური სიომინი ნამდვილად საუკეთესოა. უდიდესი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანი.

ინგლისის პრემიერლიგა? – როგორც სიომინი მეტყვის, ისე მოვიქცევი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გველოდება, გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ღმერთმა ინებოს, რომ თბილისის “დინამოს” შევხვდეთ”, - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს Russian.rt.com-ი.

საინტერესოა, რომ სოლომონის სიტყვებს ახდენა არ უწერია, რადგან “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე დამდეგ სეზონში მონაწილეობას ვერ მიიღებს (საქართველოს ჩემპიონი “ტორპედოა” – რედ). ისე კი, “ლოკომოტივი”, როგორც რუსეთის ჩემპიონი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.

“ლოკომოტივი” 2004 წლის შემდეგ პირველად გახდა რუსეთის ჩემპიონი. კვირკველიამ კი ამაში განუზომელი წვლილი შეიტანა. ჩვენებურმა 28 მატჩში (თავიდან ბოლომდე) ითამაშა და ორი გოლი გაიტანა (“არსენალთან” 1:0, “რუბინთან” 1:1).

0.119311