ფეხბურთი

15:33 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" მარსიალი სურს, "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი მოთხოვნა აქვს

ლონდონის "ჩელსის" საფრანგეთს ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის ანტონი მარსიალის დამატება სურს. The Mirror-ის ინფორმაციით კი, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ფეხბურთელი დათმონ, სანაცვლოდ კი ვილიანს და 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 22 წლის ფრანგით უკმაყოფილოა, თუმცა კლუბი მას 80 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს და ნაკლებ ფასად მის დათმობას არ აპირებს. ჯერჯერობით უცნობია "არისტოკრატების" პოზიცია აღნიშნულ მოთხოვნაზე.

მარსიალმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ვილიანმა კი "ჩელსის" უფრო მეტი სარგებელი მოუტანა, 51 შევხედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა და ასევე 12-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.

0.093354