ფეხბურთი

2:05 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია ევროპა ლიგას უახლოვდება

შვეიცარიის სუპერლიგის 33-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ვაკო გვილიას “ლუცერნმა” და ევროპა ლიგის საგზურისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. “ლუცერნი” ამჯერად საკუთარ მოედანზე “ლუგანოს” ადვილად გაუსწორდა – 2:0.

აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი გვილიამაც შეიტანა, რომელიც 90 წუთი გაისარჯა. “ლუცერნს” 49 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. სეზონის დასრულებამდე კი, 3 ტურია დარჩენილი.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 38-ე ტურში "სარაგოსამ" მორიგი მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. არაგონელებმა მესამეადგილოსანი ხიხონის "სპორტინგი" შინ 2:1 დაამარცხეს. გიორგი პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და ბოლოსკენ შეცვალეს. "სარაგოსა" 62 ქულით მეოთხეა და პლეი-ოფში თამაშთან ძალიან ახლოსაა. პლეი-ოფში გამარჯვებული კი, ლა ლიგის საგზურსაც მიიღებს.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ლაშა დვალის “პოგონმა” შინ ლუკა ზარანდიას “არკა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (3:2). მასპინძელთა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზარანდია ტრავმირებულია.

უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის “შახტარმა” დავით ხოჭოლავას გარეშე მოუგო “ზორიას” (2:1). ქართველი მცველი თადარიგში იყო. “დონბასელები” 72 ქულით ლიდერობენ პრემიერლიგას.

“ვორსკლა” კი “ვერესთან” სტუმრად ნულოვან ფრეს დასჯერდა. ანდრო გიორგაძე 90 წუთი გახლდათ მინდორზე და მე-14 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო სანდრო კობახიძემ 59-ე წუთამდე ითამაშა. პოლტაველები 45 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ტრნავას “სპარტაკმა” შინ “დუნაიშკა” 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი ლედერი ვახტანგ ჭანტურიშვილი მხოლოდ 10 წუთი იყო მოედანზე, რადგან მეტოქესთან ჩხუბის გამო გააძევეს. “სპარტაკი” სეზონის დასრუბელამდე ორი ტურით ადრე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ქართველმა ფეხბურთელმა კი ამაში წვლილი 28 მატჩითა და 5 გოლით შეიტანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო სოლომონ კვირკველია რუსეთის ჩემპიონი გახდა.

0.138925