ფეხბურთი

23:40 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ინსულტი დაემართა. როგორც "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 76 წლის შოტლანდიელს სასწრაფო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ყველაფერი კარგადაა და მას რეაბილიტაციისთვის ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.

ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" 26 წლის განმავლობაში წვრთნიდა და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 38 ტურნირი მოიგო, მათ შორის პრემიერლიგა - 13-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ.

0.27778