საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ამერიკელი ბიორნ ფრატანჯელოს ბარიერი გაიარა. აშშ-ს წარმომადგენელმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე სეტში კი 2:3 მარცხდებოდა როდესაც თამაში შეწყვიტა.
ფინალში მსოფლიოს 75-ე ნომერი, 26 წლის ბასილაშვილი ბოსნია-ჰერცოგოვინის წარმომადგენელს მირზა ბასიჩს შეხვდება. აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის ATP-ის ტურნირებზე პირველი მატჩი შედგება. ისე კი ბასილაშვილი და ბასიჩი 2013 წელს იზმირის ჩელენჯერზე შეხვდნენ და მაშინ მირზამ 6:4, 7:6 მოიგო. ჯერჯერობით დაპირისპირების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია.