ფეხბურთი

21:45 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "სამწუხაროა, რომ "ზალცბურგთან" ვერ ვითამაშებ"

ვენის “რაპიდის” ქართველი შემტევი გიორგი ქვილითაია შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო შვიდ თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა. ამჯერად გიორგიმ “ლასკი” დაამწუხრა VIDEO. მატჩის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და ყვითელ ბარათზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო.

“რთული თამაში იყო და კმაყოფილები ვართ სამი ქულით, მესამე ადგილზე დაბრუნებით. სამწუხაროდ, ყვითელი ბარათი სულელურ სიტუაციაში მივიღე და ამიტომ, “ზალცბურგის” წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ”, - აღნიშნა ნამატჩევს ქართველმა ფორვარდმა.

გიორგი ქვილითაიას მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის ეგიდით 29 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (ავსტრიის თასზე 3 მატჩი, 3 გოლი). “რაპიდი” სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე პოზიციაზეა 58 ქულით და ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება.

მომდევნო ტურში კი 13 მაისს, ლიდერ “ზალცბურგს” უმასპინძლებს. ქვილითაიას ეს თამაში როგორც უკვე თავად აღნიშნა, დისკვალიფიკაციის გამო გაუცდება.

0.129163