ჩოგბურთი

20:05 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე თბილისის ტურნირის გამარჯვებულია

თბილისში დასრულებული საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25,000 დოლარი) გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე გახდა. ქართველმა ფინალში პირველი ნომერი ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოვე 6:4, 6:4 დაამარცხა.

ფინალამდე გორგოძემ ელისია ბოლტონი, რუტუია ბოშალე, ანასტასია ფროლოვა და ანდრეა ამალია როსკა დაამარცხა. გორგოძემ ასევე წყვილთა თანრიგშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ნახევარფინალში ეკატერინე და ფროლოვა ტერეზა მიჰალიკოვასთან და ლაურა პიგოსისთან დამარცხდნენ.

ტურნირში ქართველთაგან მონაწილეობა მიიღო მარიამ დალაქიშვილმა, ლანა კენჭიაშვილმა, სოფია შაფათავამ, მარიამ ბოლქვაძემ, ანა შანიძემ და ზოზია ქარდავამ. მათ შორის ყველაზე კარგი შედეგი ბოლქვაძემ დააფიქსირა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ჰოლანდიელ კერკჰოვესთან 5:7, 2:6 დამარცხდა.

0.125582