ფეხბურთი

16:16 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: "ლივერპულის" კოშმარი, სტამბოლის ექო (+VIDEO)

“ლივერპულს” ინგლისის ჩემპიონის ტიტული 1990 წლის შემდეგ არ მოუგია. მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაარსდა (1992 წელი), “წითლები” ქვეყნის ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს 4 წლის წინ იყვნენ.

მაშინ, ბრენდან როჯერსის გუნდი სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “მანჩესტერ სიტის” 3 ქულით უსწრებდა, მაგრამ “ეინფილდ როუდზე” “ჩელსისთან” (0:2) წააგო და “ქალაქელებს” გათანაბრების საშუალება მისცა. 2014 წლის 5 მაისს კი, ბოლოსწინა ტურში “სიტიმ” საერთოდ გადაასწრო “ლივერპულს”. ეს მას შემდეგ, რაც როჯერსს და მის ბიჭებს ლონდონში, “კრისტალ პალასთან” კოშმარული საღამო ჰქონდათ.

“ლივერი” მეტოქეს 3:0 ამარცხებდა, მაგრამ მატჩის ბოლო 11 წუთში იმდენი მოახერხა, რომ სამი გოლი გაუშვა და ორი ქულა დაკარგა. ბევრი იყო ცრემლი და იმედგაცრუება, მაგრამ რეალობა ასეთი იყო – “ლივერპული” ისევ ჩემპიონობის გარეშე დარჩა. ვინ იცის, რამდენს გაახსენდა ამ შეხვედრაზე 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი ფინალი, სტამბოლის საოცრება “მილანთან”...

0.12252