ფეხბურთი

13:57 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არდა თურანმა მსაჯს ხელი დაარტყა (+VIDEO)

თურქეთის ნაკრებისა და “ბაშაკშეჰირის” ნახევარმცველ არდა თურანს ნერვებმა უმტყუნა. სუპერლიგის 32-ე ტურის სასტარტო მატჩში ჩემპიონობის მაძიებელმა “ბაშაკშეჰირმა” საკუთარ მოედანზე “სივასპორი” ვერ დაამარცხა (1:1) და ვინძლო, საბედისწერო ორი ქულა დაკარგა.

მასპინძლები 90+2-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ. მეოთხე კომპენსირებულ წუთზე კი, არდა გააძევეს. კატალონიის “ბარსელონას” ექსფეხბურთელმა გვერდით მსაჯს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რა გასაკვირია, რომ წითელი ბარათი მიიღო.

თურქეთის ჩემპიონატი საოცრად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩემპიონობისთვის ერთბაშად 4 გუნდი იბრძვის, თავად განსაჯეთ:

1. “გალათასარაი” – 31 თამაში, 66 ქულა

2. “ბაშაკშეჰირი” – 32 თამაში, 66 ქულა

3. “ფენერბახჩე” – 31 თამაში, 63 ქულა

4. “ბეშიქთაში” – 31 თამაში 62 ქულა.

0.115758