ფეხბურთი

2:49 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორან კოშელნი მუნდიალს დააკლდება

ლონდონის “არსენალის” მცველი ლორან კოშელნი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმაც დაადასტურა.

“ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა. ლორენი არის ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ის სწორედ ასეთი დონის მატჩებში გვჭირდებოდა”, - განაცხადა დეშამმა.

ლორან კოშელნიმ მძიმე ტრავმა ევროპა ლიგის ნახევარფინალში, “ატლეტიკოსა” და “არსენალის” შეხვედრაში მიიღო.

0.118626