ფეხბურთი

22:30 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "ლოკომოტივის" აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კვირკველიამ გამოკითხვაში ხმების 40,7% (5264 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე მარინატო გილერმე (24,7%, 3195) გავიდა, ხოლო მესამეზე - ანტონ მირანჩუკი (21,4%, 2775). აპრილში კვირკველიამ ოთხი მატჩი ჩაატარა, "ლოკომოტივმა" კი სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად 2017 წლის ივლისის შემდეგ მეორედ დაასახელეს.

სოლომონმა 2017/18 წლების სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მცველმა მხოლოდ ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო და რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გამოტოვა მატჩი. "ლოკომოტივი" პრემიერლიგას ლიდერობს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორეადგილოსან "სპარტაკს" ოთხი ქულით უსწრებს. 5 მაისს მოსკოვური გუნდი "ზენიტს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონი გახდება.

0.1335