ფეხბურთი

14:30 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ"

ევროპა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “არსენალი” ატლეტიკოსთან” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა(ორი მატჩის ჯამში 1:2). “მეთოფეებმა” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის ბოლო შანსიც გაუშვეს ხელიდან.

მატჩის შემდგომ ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი იმედგაცრუებულია და ძალიან წუხს, რადგან გუნდის დატოვება მძიმე ვითარებაში უწევს.

“ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ კლუბის დატოვება ასეთ ვითარებაში მიწევს. სახლში 1:0-ს ვიგებდით, თუმცა იდიოტურმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.

ეს მატჩი ძალიან გავდა პირველ დაპირისპირებას, რადგან მათ გოლი არაფრისგან გაგვიტანეს. სამწუხაროა, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და სახიფათო მომენტებიც ჩვენი მონაწილეობით იქმნებოდა.

მე მომწონდა მთელი გუნდი, თუმცა იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ადვილი არ არის 180 წუთი მაღალ დონეზე ითამაშო. ძალიან კარგი, ჭკვიანად მოთამაშე მეტოქე გვყავდა და მინდა მათ ფინალში წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს “ატლეტიკო” და “მარსელი” დაუპირისპირდებიან, რომელიც 16 მაისს გაიმართება.

0.128775