რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადებას დასრულებულად თვლის.
როგორც მან ამ ტურნირისთვის ქვეყნის მზადებაზე საუბრისას აღნიშნა, რუსეთში საამისოდ ძალიან ბევრი გაკეთდა.
„მუნდიალისთვის მზადება პრაქტიკულად დასრულებულია - რუსეთი ტურნირისთვის მზადაა. გაკეთდა ძალიან ბევრი. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი დგება - მუნდიალის გამართვის პროცესში ჩართული ყველა მექანიზმის ზუსტად გამართვა“, - განაცხადა პუტინმა და ზოგადად ისაუბრა ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა ქალაქების ინფრასტრუქტურული მოქნილობა, სტუმართა სათანადო მიღება, სამედიცინო უზრუნველყოფა და ა.შ.
2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში 32 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.