ფეხბურთი

23:25 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაიას “ვალენსიაში” დარჩენა სურს

“ვალენსიას” მარცხენა მცველს, ხოსე ლუის გაიას სამუშაო ადგილის შეცვლა არ სურს. Football Espana-ს ცნობის თანახმად, ახალგაზრდა უკანახაზელის დამატება “ატლეტიკოს” სურს, ხოლო ცოტა ხნის წინ მის სახელს ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებდნენ, მაგრამ მას მშობლიურ კლუბში დარჩენა უნდა.

ზემოხსენებული წყაროს თანახმად, გაიამ “ღამურებთან” შეთანხმებას თითქმის მიაღწია და მალე ხელს ახალ კონტრაქტს მოაწერს, რომლის მიხედვითაც “მესტალიაზე” 2023 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.

გაია “ვალენსიას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. მას შემდგომ “ლოს ჩეს” მაისური 141-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.107833