"არსენალმა" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, რობ ჰოლდინგს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი "ემირეითს სთედიუმზე" 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ჰოლდინგი "ბოლტონის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და "არსენალს" 2016 წელს 3 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში "მეთოფეების" მაისური 26-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, ჰოლდინგი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 5 მატჩი აქვს ჩატარებული.