დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედის” 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. ესპანელმა მეკარემ ორი ვერსიით გაიმარჯვა: გულშემატკივართა და თავად ფეხბურთელთა გამოკითხვით.
ქომაგების ვერსიით დე ხეა საუკეთესო მეოთხედ გახდა და ეს რეკორდია, ხოლო თანაგუნდელებმა მესამედ გამოარჩიეს, ესეც რეკორდია.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად დავიდმა ხმების 67% მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა ჯესი ლინგარდსა (10%) და რომელუ ლუკაკუს (8%).