“გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი პარკეტს “ნიუ ორლეანთან” მეორე შეხვედრაში დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
კარის მუხლის ტრავმის გამო პლეი ოფში არ უთამაშია და რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრებიც გამოტოვა. კარი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26 ქულას, 6 პასს და 5 მოხსნას აგროვებდა.
“გოლდენ სტეიტის” და “ნიუ ორლეანის” მატჩი 2 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.