საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სტამბულის საერთაშორისო ტურნირის ძირითადი ბადის პირველსავე წრეში დამარცხდა. ნიკამ მსოფლიო რეიტინგის 85-ე ნომერთან ჟერემი შარდისთან 5:7, 3:6 წააგო.
ნიკა ორივე სეტში მდევრის როლში გახლდათ და გადამწყვეტ მომენტში სიზუსტემ უმტყუნა. ბასილაშვილმა ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან ცუდი შედეგია.