მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა მადრიდის “რეალთან” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. კოლუმბიელი ფეხბურთელი მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გაირჯება და სწორედ აღნიშნულზე გააკეთა კომენტარი:
“გოლს თუ გავიტან, არ აღვნიშნავ. “რეალთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგე და ამ გუნდს პატივს ვცემ. ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით, მაგრამ მინდა, რომ ჩემს გუნდს კარგი თამაშით დავეხმარო. მხოლოდ ჩემს თამაშზე და ჩემს გუნდზე ვფიქრობ, “ბაიერნში” ბედნიერი ვარ. არ ვიცი, როგორ შემხვდება სტადიონი. იმედი მაქვს, რომ კარგად. მომწონს მადრიდელი გულშემატკივრები”, - განაცხადა ხამესმა.
შეგახსენებთ, ხამეს როდრიგესი “რეალში” 2014-2017 წლებში თამაშობდა, ხოლო “ბაიერნში” ამჟამად სწორედ “სამეფო კლუბიდანაა” განათხოვრებული.
დღევანდელი მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.