“ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია ჟურნალისტების ვერსიით. აღნიშნულ ინფორმაციას “წითლების” ვებგვერდი ავრცელებს.
გამოკითხვაში საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის 400-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა და სალაჰმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. ეგვიპტელმა “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს 20 ხმით აჯობა, ხოლო მესამე ადგილზე “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ იქამდე სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის ვერსიით დასახელდა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევმა 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.