ფეხბურთის უგვირგივნო მეფის, დიეგო არმანდო მარადონას თავს ყოველთვის ხდებოდა არაორდინალური და უცნაური ამბები. ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დიეგო სამი დღის წინ “ალ ფუჯაირადან” წარუმატებელი შედეგების გამო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა.
გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია: არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეორე დივიზიონში ოდენ მესამე ადგილი დაიკავა და უმაღლეს დიზიონში ვერ გადავიდა, რის შემდგომაც, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარადონას წასვლის ამბავი კლუბმა დაადასტურა.
თუმცა, სამი დღე გავიდა და “ალ ფუჯაირას” ვებგვერდი ახალ ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს – მარადონა კლუბში დაბრუნდა და ისევ იმუშავებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე...