ფეხბურთი

22:56 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია "რაპიდიდან" მიდის?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. გამოცემა SPOX.com-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ 24 წლის ჩვენებურმა ვენის “რაპიდი” დატოვოს.

ხსენებული წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე წინადადება რუსეთის პრემიერლიგის გუნდებიდან აქვს და ავსტრიის დატოვებაზე თანახმაა. ტრანსფერში ხელის შეშლას არც “რაპიდი” აპირებს თუ ამას ქვილითაია თავად მოისურვებს. რაც შეეხება კონკრეტულად კლუბებს, ამის შესახებ ჯერ არ გაცხადებულა.

გიორგი ქვილითაია “რაპიდს” 2016 წელს შეუერთდა და კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გიორგიმ ბუნდესლიგაში 28 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.119081