ფეხბურთი

21:35 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლოს გაცილების მატჩში კახა კალაძე ითამაშებს

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ კარიერა გასული წლის მიწურულს დაასრულა. თუმცა, უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთიდან გამოსამშვიდობებელი მატჩით წავა.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. ისინი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირლოს მხარდამხარ ითამაშეს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, შემადგენლობა ასეთი იქნება:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, კრისტიან აბიატი, ნელსონ დიდა, მარკო სტორარი

მცველები: დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, მარკოს კაფუ, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჩირო ფერარა, ფაბიო გროსო, მარეკ იანკულოვსკი, კახა კალაძე, სტეფან ლიხშტაინერი, პაოლო მალდინი, მარკო მატერაცი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა

ნახევარმცველები: დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, რობერტო ბარონიო, კრისტიან ბროკი, ლეონარდო, ფრენკ ლამპარდი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, მანუელ რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, მარკო ვერატი, მაურო ხერმან კამორანეზი, დანიელე დე როსი, ჯენარო გატუზო, სიმონე პეროტა

თავდამსხმელები: ალესანდრო დელ პიერო, ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი, ფრანჩესკო ტოტი

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელების სია საბოლოო არაა და ახლო მომავალში მისი რაოდენობა გაიზრდება.

ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გაცილების შეხვედრა 21 მაისს, მილანში, “სან სიროზე” გაიმართება.

0.08369