ფეხბურთი

19:36 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: “ტრანსფერებში 1 მილიარდს დავხარჯავთ”

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის კითხვას ხუმრობით უპასუხა.

“ნუ ღელავთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრ ფულს დავხარჯავთ. დაახლოებით 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს. შეგახსენებთ, როგორი კრიტიკა შეხვდა “ჩელსის” საჩემპიონო სეზონის შემდეგ. ყოველი სეზონი ახალი ფურცლიდან იწყება და რამდენიმე ფეხბურთელის დამატება აუცილებელია”, - უთხრა გვარდიოლამ ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ამ სეზონში პრემიერლიგა დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ისევ ვერ მიაღწია.

0.110543