“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპისა და მისი თანაშემწის ჟელკო ბუვაჩის 17-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, კლოპსა და ბუვაჩს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რის გამოც 56 წლის ბოსნიელმა სპეციალისტმა “ლივერპული” დატოვა. როგორც ირკვევა, კლოპის თანაშემწე ბოლო პერიოდში არც გუნდის ტაქტიკურ მომზადებაში მონაწილეობდა და არც შემადგენლობის შერჩევის პროცესში.
კლოპი და ბუვაჩი ერთად 2001 წლიდან მუშაობდნენ. თავიდან “მაინცში” (2008 წლამდე), მერე დორტმუნდის “ბორუსიაში” (2008-2015), 2015 წლიდან კი “ლივერპულში”.