“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი გახდება. Mirror-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 37 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად მერსისაიდელთა ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს, შოტლანდიის მრავალგზის ჩემპიონს ახალი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში.
“რეინჯერსის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ჯერჯარდი შეძლებს გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს.
გლაზგოელებს გასული წლიდან გრემ მარტი წვრთნის, რომლის შეგირდები ბოლო ტურში “სელტიკთან” 0:5 დამარცხდნენ და მოსისხლე მეტოქეს ზედიზედ მეშვიდედ გაჩემპიონების საშუალება მისცეს. “რეინჯერსი” 35 ტურში მოპოვებული 65 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.