გუშინ, "დინამო არენაზე", ვიტალი დარასელიას თასის წლევანდელი გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ "დინამო" თბილისი და "ესპანიოლი" წარდგნენ.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ფინალისთვის საკადრისი გამოდგა და ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენა "დინამო არენაზე" მოსულ არც ისე ცოტა გულშემატკივარს. გუნდებმა პირველივე წუთიდან სწრაფი ფეხბურთი გააჩაღეს და უკვე მეშვიდე წუთზე ჟერარ პერეირას კარგი თამაშით სტუმრები დაწინაურდნენ.
თბილისელებმა უფრო უმატეს ტემპს და მიჯრით რამდენიმე ეპიზოდში ვერ მოახერხეს გოლის გატანა. მიზანთან ყველაზე ახლოს გიორგი აბუაშვილი გახლდათ, მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. "დინამო" უმატებდა შეტევებს, გოლი კი თავად მიიღო. მცველების მიერ გამოტანილი ბურთი საჯარიმოს მისადგომთან მატეო რეგატიიომ მიიღო და ზუსტად გადაგზავნა კარში. ტაიმი ესეც დასრულდა.
მეორე ნახევარში "დინამომ" უფრო დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას დარჩენილი 40 წუთი დიდ წნეხში ჰყავდა მეტოქე, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს თბილისელებმა გოლის გატანა. 44- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც დარჩენილი დრო ყველაზე აქტიურად ჩაატარა, ვერ მოახერხა პენალტის გატანა. ბურთი მეკარემ მოიგერია. ათიოდე წუთში ისევ აზაროვის აქტიურობა და ჯადული იობაშვილმა ზუსტი დარტყმით შეამცირა სხვაობა.
"დინამო" დარჩენილ დროში სულ უტევდა, ბოლო მომენტში კი სიზუსტე აკლდებოდათ. აზაროვის აქტიურობას იობაშვილი თავურით ასრულებდა და სულ მცირედით ააცილა. ზაურ სიჭინავას დარტყმულიც სანტიმეტრებში აცდა "ესპანიოლის" კარს. მომდევნო შეტევაში აზაროვის ჩაწოდებული და ისევ აბუაშვილი, მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება. მეოთხმოცე წუთზე ნიკა სიხარულაშვილს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული დაუცველი კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და "ესპანიოლმა" გამარჯვება მოიპოვა.
დინამო - ესპანიოლი 1:2
გოლი: პერეირა 7’ რეგატიიო 36’ იობაშვილი 57’
გაფრთხილება: კონატე, ჟისპერი
დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია (ბაბლუანი 55), ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, გაგნიძე (აზაროვი 41), მორჩილაძე, სიჭინავა, იობაშვილი, აბუაშვილი, ჩხეტიანი (სიხარულაშვილი 30)
ესპანიოლი: ერვასი (პლაზა 41), დ. მოლინა, პერეირა, კონატე, დე ლას ერასი (ფელისესი 41), კუენკა, პ. მოლინა, რეგატიიო (ჟისპერი 41), რამოსი, კასტელი, ნიეტო
ფინალურ მატჩამდე, ტურნირის მონაწილეთა შორის ყველა ადგილი გადანაწილდა.
მესამე ადგილს ერთმანეთს მოსკოვის "სპარტაკი" და მინსკის "დინამო" ეცილებოდნენ. პირველ ნახევარში მინსკელებმა თავისი სათამაშო უპირატესობა ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი მოსკოველებმა ივარგეს. "სპარტაკმა" ხუთჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ჰეთ თრიქი ეგორ ლაშკოვმა შეასრულა, ერთი გოლი მიხაილ პილიპენკომ გაიტანა და ერთიც მიხაილ კოჟუხარენკომ თავის კარში ჩაჭრა. ამრიგად, დარასელიას თასზე ბრინჯაოს მედლები მოსკოვის "სპარტაკმა" მოიპოვა.
სპარტაკი - დინამო მინსკი 5:0
გოლი: ლაშკოვი (3), პილიპენკო, კოჟუხარენკო ა.გ.
გაფრთხილება: პილიპენკო
სპარტაკი: მელიოხინი (მიხაილოვი 68), გენჩუ (ლაშკოვი 36), დეტენიშევი, ერმაკოვი (მირონოვი 36), ლაიკინი, პილიპენკო, რომანოვი (ტრაპიცინი 36), საფარიანი, თუმანიანი (ზავოლკინი 60), შაგიახმეტოვი, შიტოვი (მირონოვი 47)
დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ბარანოვსკი, ავტუშკო, გრიცკევიჩი, საკოვსკი,ჟევნერენკო, ლოჟკინი, ლატიხოვი, კიემიდინოვი
მეხუთე ადგილისთვის ერთმანეთს "ჯენოა" და კიევის "დინამო" დაუპირისპირდნენ. თვალსასეირო მატჩი ორი განსხვავებული სცენარით წარიმართა. პირველ ტაიმში იტალიელებმა გაილაღეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს უკრაინელებს. გოლები სამუელე პიკარდომ, დანიელ ფოსატიმ და გაბრიელე ინსოლიტომ გაიტანეს. მეორე ნახევარში უკვე კიეველებმა იყოჩაღეს და თანაფარდობა აღადგინეს. თავი ორჯერ კირილ პოპოვმა გამოიჩინა და ერთი გოლიც ივან ვიდოსევიჩმა გაიტანა. საბოლოოდ, გენუელებმა მაინც იძალეს და გამარჯვების გოლი ინსოლიტომ შეაგდო. მატჩი "ჯენოას" სასარგებლოდ 4:3 დასრულდა.
ჯენოა - დინამო კიევი 4:3
გოლი: პიკარდო, ფოსატი, ინსოლიტო (2), პოპოვი (2), ვიდოსევიჩი
ჯენოა: დელა პინა, ბოჩი, ბოლკანო (ჯილიოტი 44), კასტილიონე, დი ბელა (ანშარი 36), ფანჩინი (ბიაჯი 52), ფოსატი (ბაშეროტი 40), ინსოლიტო, ორვიეტო, პიკარდო, ვასალო (ნეში 36)
დინამო კიევი: ფასტოვი (იჰნატენკო 42), ბერეზანსკი (ორუჯევი 36), ბოლი, მაზური, მელნიკი (სკრიპნიკი 36), მიშჩენკო (დემიდენკო 65), პოპოვი, ვოლოშინი (ტრიკოზი 36), ხაცკევიჩი (ვიდოსევიჩი 36), ზდირკო, კირილიუკი
მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ერთმანეთს სფფ- ს აკადემიისა და "ვიტესის" 15 წლამდელთა გუნდები შეხვდნენ. ეს მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჰოლანდიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი მელვინ ესაიასმა გაიტანა.
სფფ- ს აკადემია - ვიტესი 0:1
გოლი: ესაიასი
გაფრთხილება: ზოსიაშვილი, თაგორიშვილი, ბეჭვაია, ვან ბეემი, გადელა, გროტენჰაისი
გაძევება: ზოსიაშვილი
სფფ- ს აკადემია: ხარატიშვილი, ფერცულიანი, გრიგალაშვილი, აბჟანდაძე, მეხტიევი, ზოსიაშვილი, ონიანი, მაყაშვილი, თაგორაშვილი, ქუნთელია, ტალახაძე
ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაიასი, დავიდსი, სიურული, დერკსენი, სმიტსი, ვან რიინი, გროტენჰაისი, სვინკელსი, სესაი
fcdinamo.ge