ვიდეო

2:57 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" - "იუვენტუსი" პროკურატურაში გაგრძელდება? (+VIDEO)

"ინტერისა" და "იუვენტუსის" (2:3) შეხვედრას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. განსაკუთრებით, მთავარი მსაჯის, დანიელე ორსატოს გადაწყვეტილებების მიმართ გაჩნდა კითხვები. ბევრისთვის ეს ახალი "კალჩოპოლიცაა" - სოციალურ ქსელში არაერთ მსაგვს სათაურს ვაწყდებით: "კალჩოპოლი" დაბრუნდა.

პროკურატურა კი, თამაშის შემდეგ მომხდარის გამოძიებას იწყებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, პროკურორ ჯუზეპე პეკორაროს ყურადღება ვიდეომ მიიქცია, რომელშიც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მეოთხე მსაჯს, პაოლო ტალიავენტოს ესაუბრება და მსაჯებს აქებს.

"სალამი ტალია. ყველაფერი კარგად მოხდა. ის (ორსატო - რედ) ძალიან ყოჩაღი იყო", - უთხრა ალეგრიმ ტალიავენტოს.

ეს შეხვედრა "სან სიროს" სტადიონის მიქს-ზონაში შედგა, სადაც ჟურნალისტები მრავლად იყვნენ და შესაბამისად, ვიდეოკამერებიც. შესაბამისად, ალეგრიმ კარგად იცოდა, რომ მის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

0.109545