სასწაულ ფორმაშია ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც ბარსელონას ტურნირის სეტ-წაუგებლად მოიგო. ფინალში რაფამ ბერძენი ციციპასი 6:2, 6:1 გაანადგურა. ესპანელმა გრუნტის საფარზე ზედიზედ 46 სეტი მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია.
ნადალმა კარიერაში ბარსელონას ტურნირის მეთერთმეტედ, ხოლო კარირაში 77-ე ტიტული მოიპოვა. 77-დან რაფას 55 ტიტული გრუნტის საფარზე აქვს მოგებული.
ამ გამარჯვებით რაფა მსოფლიოს ისევ ნომერ პირველი ჩოგბურთელი იქნება.