ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ვენის “რაპიდი” გრაცის “შტურმს” ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. დედაქალაქელთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მე-40 წუთზე გოლის VIDEO გატანაც შეძლო და იმ დროისთვის ანგარიში შეამცირა – 1:2.
თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაში ვერ გადაარჩინეს და უქულოდ დარჩნენ. რაც შეეხება გიორგის, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩი და 9 გოლია.
“რაპიდი” 32 ტურის შემდეგ 55 ქულით ევროპა ლიგის ზონაში, მეოთხე ადგილზე იმყოფება.