კალათბურთი

12:15 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “ნიუ ორლეანს” აჯობა, “ბოსტონმა” მეშვიდე შეხვედრა მოიგო

მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეანი” 123:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 41:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. დურანტს 26 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. “ნიუ ორლეანში” ენტონი დევისი 21 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა. სამწუხაროდ სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია ისევ არ ათამაშა. სერიის მეორე შეხვედრა 2 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.

“ბოსტონმა” გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “მილოუკი” 112:96 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. “კელტები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მატჩი ბოლომდე “მილოუკმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა მიდელტონმა ჩააგდო. “ბოსტონში” 26 ქულით ჰორფორდი საუკეთესო იყო.

მეოთხედფინალში “ბოსტონი” “ფილადელფიას” შეხვდება. სერიის პირველი მატჩი 1 მაისს ბოსტონში გაიმართება.

0.113958