"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჯონ სტოუნსის "ჩელსიში" შესაძლო ტრანსფერზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შესაბამისად კომენტარს არ გააკეთებს.
"ყალბ ტრანსფერებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვერ გამიგია, რატომ გადაწყვიტეს, რომ სტოუნსის გაყიდვა გვინდა. ჯონი ახალგაზრდა მოთამაშეა, ინგლისის ნაკრების წევრია და ჩემპიონობის მოპოვებაში ძალიან დაგვეხმარა." - განაცხადა პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ.
მიმდინარე სეზონში სტოუნსმა 27 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.