ფეხბურთი

16:14 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "ლეგანესთან" რონალდუს, რამოსსა და ვარანს მოისაკლისებს

მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მორიგ ტურში “ლეგანესთან” გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს. “სამეფო კლუბის” სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვარანი და სერხიო რამოსი.

ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ სამივე მათგანი “ბაიერნთან” შეხვედრის წინ დაასვენოს. გარდა ამისა, ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დანი კარვახალი და ისკო ალარკონი.

“რეალის” განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: კეილორ ნავასი, კიკო კასილია

მცველები: ხესუს ვალიეხო, ტეო ერნანდესი, აშრაფ ჰაკიმი, ტეხერო, მარსელო

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, მარკო ასენსიო, მარკოს ლორენტე, მატეო კოვაჩიჩი, დანი სებალიოსი

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, ლუკას ვასკესი, ბორხა მაიორალი

"რეალისა" და "ლეგანესის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

თეგებირეალი
0.334452