მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა, რადგან განრისხებულია.
“ორივე გუნდისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია და ფრე არცერთს აწყობს. “ინტერისთვის” სამი ქულა სასიცოცხლოა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვსურს. “იუვენტუსის” შესაჩერებლად საჭიროა თავისუფალი ზონების გადაკეტვა და პრესინგის თამაში. ამ შეხვედრას “ინტერი” განრისხებული ხვდება”, - განაცხადა სპალეტიმ.
“ინტერისა” და “იუვენტუსის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.