ფეხბურთი

17:44 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლევერკუზენმა" ბრაზილიელი ტალანტი გაიფორმა

ლევერკუზენის “ბაიერმა” “ვასკო და გამას” შემტევი პაულინიო ოფიციალურად გაიფორმა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 17 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაფორმდა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.

პაულინიო "ლევერკუზენს" 1 ივლისიდან შეუერთდება, როდესაც სრულწლოვანი გახდება:

“მინდა, რომ ევროპამ “ლევერკუზენის” წყალობით გამიცნოს. ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და განვითარებაა”, - განაცხადა ნიჭიერმა ბრაზილიელმა.

პაულინიო სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. ბრაზილიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრია და მათ შორის, 20-წლამდელებშიც იყო გამოძახებული.

“ვასკო და გამაში” კი დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. გოლების გატანა მან უკვე მოასწრო, როგორც ბრაზილიის ჩემპიონატში, ისე ლიბერტადორესის თასზე.

0.111068