ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ სამწვრთნელო კარიერაში მორიგი ფიასკო განიცადა. არაბეთის გაერთიანებული საამიეროების საფეხბურთო კლუბი “ალ ფუჯაირა” არგენტინელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
მიზეზი კი გუნდის მეორე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ვერგადაყვანა გახდა. “ალ ფუჯაირა” “კორ ფაკანთან” მხოლოდ ფრეს გამორჩა (1:1) და ნათელი გახდა, რომ მარადონას გუნდი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა.
“დღევანდელი ფრის შემდეგ ჩვენ ვერ შევძელით მიზნის მიღწევა და აღზევება. დიეგო მარადონა კი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. შეთანხმება ორმხრივად შედგა და კონტრაქტი გაწყდა. ჩვენი გუნდი მარადონას მომავალში წარმატებებს უსურვებს”, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ფეხბურთის უგვირგვინო მეფე “ალ ფუჯაირას” გასული წლის მაისიდან ედგა სათავეში. დიეგოს სამწვრთნელო კარიერა ვერა და ვერ აეწყო. სხვადასხვა დროს წარუმატებლად მუშაობდა არაბულ “ალ ვასლსა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.