ფეხბურთი

12:45 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ვენგერთან ცუდ ურთიერთობას ვნანობ"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის “არსენალთან” მატჩისწინ, არსენ ვენგერის შესახებ საუბრობს.

პორტუგალიელის განცხადებით, ვენგერთან ნეგატიურ მომენტებს ნანობს და რომ შეეძლოს, ამ ყველაფერს შეცვლიდა.

“ხდება ხოლმე, ზოგჯერ ჟესტების, ზოგჯერ სიტყვების მეშვეობით დაპირისპირება, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ ასე არ ყოფილიყო. 2004 წელს, როდესაც ინგლისში ჩამოვედი, “არსენალი” მოქმედი ჩემპიონი და უძლეველი იყო. მას ჰყავდა ანრი, ბერგკამპი, კემპბელი და ფანტასტიკური გუნდი გახლდათ.

ბევრი დიდი თამაში და ბრძოლა იყო ჩვენს შორის, ამისთვის მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია. ვნანობ, რომ ვენგერთან პატარა ნეგატიური ეპიზოდები მაკავშირებს და მჯერა, ასევე ფიქრობს არსენიც”, - განაცხადა მოურინიომ.

“მანჩესტერ “იუნაიტედისა” და “არსენალის” დაპირისპირება 29 აპრილს გაიმართება. შესაძლოა, მოურინიოს ბოლოჯერ მოუწიოს ვენგერის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა, რადგან ფრანგი 22 წლის შემდეგ “არსენალს” ტოვებს.

0.112852