კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ანდრეს ინიესტას კლუბიდან წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. მესიმ 33 წლის ნახევარმცველს მადლობა გადაუხადა და წარმატებების უსურვა.
“მადლობა თითოეული წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. პრივილეგია იყო შენს მხარდამხარ თამაში, გამარჯვებების ერთად მოპოვება და დაუვიწყარი მომენტების გაზიარება. წარმატებებს გისურვებ ახალ გამოწვევაში, შენს საფეხბურთო კარიერასა და ცხოვრებაში. შენ ხარ კარგი ბიჭი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მომენატრები!”, - წერს სოციალურ ქსელში მესი.
შეგახსენებთ, ანდრეს ინიესტამ გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა “ბარსელონადან” წასვლის შესახებ. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის ესპანელი ფეხბურთელი.