ფეხბურთი

2:15 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენ ისევ გვაქვს შენი ბარათი" - ინიესტას ყოფილი გუნდი იწვევს

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტან ანდრეს ინიესტას, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარი “ალბასეტე” იწვევს.

საქმე ისაა, რომ ინიესტას პირველი კლუბი სწორედ “ალბასეტე” გახლდათ და კასტილიელთა ტვიტერმა შემდეგი პოსტი გამოქვეყნა:

“ანდრეს, ყველამ ვიცით, რომ “ბარსელონაში” იყავით, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ სად მიდიხართ. ჩვენ კვლავ გვაქვს თქვენი ბარათი”, - წერს ესპანური გუნდი.

ანდრეს ინიესტა “ალბასეტეს” აკადემიაში ორი წლის განმავლობაში (1994-1996) ირიცხებოდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა “ბარსელონაში”. 33 წლის ესპანელმა ოფიციალურად დააანონსა, რომ “კამპ ნოუს” ტოვებს, მაგრამ მომავალი გუნდი არ დაუსახელებია.

ინიესტამ მხოლოდ ის ახსენა, რომ “ბარსას” წინააღმდეგ არასდროს ითამაშებს. ეს ზრდის ვარაუდს, რომ კარიერას ჩინეთში, კერძოდ, “ჩონგინგ ლიფანში” გააგრძელებს.

0.114057