ნეაპოლში დიდი ზეიმისთვის ემზადებიან. მიზეზი კი “ნაპოლის” ჩემპიონობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელებს სკუდეტო გარანტირებული არ აქვთ, მათ ეს ფაქტი არ აბრკოლებთ.ნეაპოლის პოლიციის მეთაური ანტონიო დე ლესუმ ასეთი განცხადება გააკეთა:
“როგორც დირექტორი, ცოტა დაძაბული ვარ, რადგან იმედია, “ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს. ჩვენ უკვე მოვემზადეთ და დაგეგმილია ღონისძიება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ზეიმის დროს”, - დე ლესუმ.
შეგახსენებთ, სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ხოლო “ნაპოლი” “იუვენტუსს” 1 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, “აძურის” ქომაგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემპიონი მათი საყვარელი გუნდი გახდება. ამის მიზეზი ტურინელთა მეტისმეტად რთული კალენდარია. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღეს მილანის “ინტერს” სტუმრად ეთამაშება.