ლოს ანჯელეს “გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების მიღმა დარჩენას საჯაროდ გამოეხმაურა. სკანდინავიელმა ფორვარდმა საკმაოდ ირონიული განცხადება გააკეთა.
36 წლის ფორვარდის აზრით, შვედეთი მუნდიალის ფავორიტია:
“ვფიქრობ, რომ შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტია. ეს გუნდი ჩემს გარეშე უფრო ძლიერია. მე არ ვარ ეროვნული ნაკრების წევრი და ამით ყველაფერია ნათქვამი, განსახილველი არაფერია”, - განუცხადა ზლატანმა ESPN-ს.
შეგახსენებთ, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნება. არადა, მანამდე ვეტერანმა შემტევმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა და გუნდში დაბრუნებას აპირებდა.