ფეხბურთი

18:30 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინისთვის სეზონი დასრულდა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ინტერთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

“ჯორჯო კიელინისთვის სეზონი დასრულდა”, - უთხრა ჟურნალისტებს ალეგრიმ.

შეგახსენებთ, კიელინიმ კუნთის ტრავმა “ნაპოლისთან” მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 38 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.129491