ფეხბურთი

15:12 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "სალაჰი მე შევიძინე და მისი გაყიდვა ჩემი ბრალი არაა"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც “ჩელსიში” მუშაობდა, ხოლო მისი შეგირდი მოჰამედ სალაჰი იყო.

სალაჰი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, რადგან ძალიან შედეგიან სეზონს ატარებს და 47 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი.

“მე ვიყავი, ვინც “ჩელსის” სალაჰის შეძენა მოსთხოვა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. როდესაც მოჰამედ ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გახლდათ და ფიზიკურად მზად არ იყო ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ. ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც სხვა სიმაღლეზე იდგნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ “ფიორენტინაში” იჯარით გაშვება, სადაც სალაჰის პროგრესი დაიწყო. ახლა რას იტყვიან არ მაინტერესებს. ფაქტია, მე სალაჰი ვიყიდე და გაყიდვაში ჩემი წვლილი არაა”, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი “ჩელსიმ” 2014 წელს “ბაზელიდან” შეიძინა, თუმცა ეგვიპტელმა “სტემფორდ ბრიჯზე” მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი) და შემდეგ “ფიორენტინაში” გაანათხოვრეს. ყველაფერი კი, “რომაში” გაყიდვით დასრულდა.

0.133385