ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
“ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის. შვედეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ეს ინფორმაცია შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა ლარს რიხტმაც დაადასტურა:
“იბრაჰიმოვიჩმა უარი თქვა ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. სამშაბათს მასთან ვისაუბრე და აზრი არ შეუცვლია”, - დასძინა ლიხტმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა, ხოლო შვედეთი მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ცოტა ხნის წინ, თავად ზლატანმა განაცხადა, რომ მუნდიალზე ითამაშებდა, რასაც შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.