საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური თბილისში დაიწყო, სადაც “ლოკომოტივმა” გორის “დილას” უმასპინძლა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდის მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. “რკინიგზელები” სატურნირო ცხრილის ფსკერს ვერა და ვერ მოშორდნენ.
“დილამ” კი ლაღი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. გამორჩეული იყო ლეანდრო რიბეირო. ბრაზილიელი ლეგიონერი გორელთა ერთ-ერთი ლიდერია და ამჯერად დუბლი გაიფორმა. ანგარიშიც მანვე გახსა, როცა ორ მცველს შორს მოხდენილად გაძვრა და შორუელ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. “დილამ” მალევე გაზარდა სხვაობა. დავით რაჟამაშვილის დარტყმული რევაზ თევდორაძემ უხერხულად მოიგერია და ალვინ ფორტესმა შანსი გამოიყენა.
ჰოლანდიელმა პირველივე ტაიმში საკუთარ საჯარიმოში დავით უბილავა წააქცია. პენალტი გოლად რომან ჭანტურიამ აქცია და “ლოკო” თამაშში დაბრუნდა. თუმცა, ამაოდ. მეორე ტაიმში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლეანდრომ გოლად აქცია, დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“დილამ” 15 ქულა დააგროვა და “დინამოს” გაუთანაბრდა, ხოლო “ლოკომოტივი” 4 ქულით ისევ მეათე ადგილზე დარჩა.
“ლოკომოტივი” – “დილა” 1:3 (1:2)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
“ლოკომოტივი” (4-4-2): თევდორაძე; გაბაძე, ლობჟანიძე, ცნობილაძე, უბილავა; კობახიძე (გვალია 46), სამურკასოვი, ძებნიაური (შონია 64), გავაშელიშვილი; რ. ჭანტურია, არველაძე (კიკაბიძე 64)
მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
“დილა” (4-3-3): ბეგაშვილი; მაჩაიძე, ჩადუნელი, კვახაძე, სუხიაშვილი; რაჟამაშვილი, ნონდი, ნონიკაშვილი; ფორტესი (კოვტალიუკი 46), ფანცულაია (კორიფაძე 67), ლეანდრო რიბეირო (აშორტია 88)
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 0:1 ლეანდრო რიბეირო (19), 0:2 ფორტესი (30), 1:2 რ. ჭანტურია (38, პენ), 1:3 ლეანდრო რიბეირო (61, პენ)
გაფრთხილება: გვალია (49), სამურკასოვი (55), რ. ჭანტურია (72) – კოვტალიუკი (64), კორიფაძე (82), ბეგაშვილი (90)
მსაჯი: პ. მაჭარაძე